სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას კურსდამთავრებულებს დიპლომები და სერტიფიკატები გადაეცათ

2007-07-01 20:00
Featured image

28 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდმა 2006-2007 წლების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები და დიპლომები გადასცა.

ღონისძიების დასაწყისში საიას თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ სტუდენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა ასოციაციის საწესდებო მიზანი პროფესიული განათლების მიღების თვალსაზრისით. გაიხსენა ის პირველი ნაბიჯები, როცა საიაში ყალიბდებოდა ალტერნატიული განათლების მიღების კერა – იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის სტატუსით. საიას თავმჯდომარემ ასევე ცენტრის 10 წლიან გამოცდილებაზე, წარმატებულ კურსდამთავრებულებზე (რომელთაც საიას რეკომენდაციით ხელი შეეწყოთ დასაქმებაში) და იმ აუცილებლობაზე ისაუბრა რის გამოც საია მიერ იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დაფიძნდა.

გიორგი ჩხეიძის შმედეგ სტუდენტებს სიტყვით მიმართა საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის დირექტორმა თამარ მეტრეველმა. მან მიმოიხილა 2006-2007 სასწავლო წლის დადებითი და უარყოფითი მხარეები, გააცნო სტუდენტებს ფონდის ახალი ინიციატივები და კიდევ ერთხელ შეახსენა სტუდენტებს, რომ ფონდის მთავარი მიზანია სტუდენტებმა  წაიღონ მაქსიმალური პრაქტიკული ცოდნა, რათა შემდგომში გაუადვილდეთ პროფესიული სამუშაო ადგილების დაკავება.

სერთიფიკატებისა და დიპლომების გადაცემის პროცესში ფონდის ხელმძღვანელმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დიპლომის მფლობელ პირებს საიასა და ფონდის მხრიდან ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა სამუშაო ადგილების დაკავების თვალსაზრისით. რაც გამოიხატება რეკომენდაციის გაწევით და ორგანიზაციაში სხვადასხვა სამთავრობო თუ კერძო დაწესებულებებიდან შემოსული თხოვნების (ვაკანტური ადგილების დასაკავებლად) კურსდამთავრებულების შეთავაზებით დაკმაყოფილება.

ბოლოს თავმჯდომარემ სტუდენტებს მიმართა, რომ კონტაქტი არ გაწყვიტონ ასოციაციასთან და რომ საიას წევრობა ამის საუკეთესო საშუალებაა. კუსრდამთავრებულებს იქვე დაურიგდათ ანკეტები, რომლის შევსების შემდეგაც ისინი ასოციაციის წევრობის კანდიდატები გახდებიან.

აგრეთვე კურსდამთავრებულებს გადეცათ ნუსხა იმ ახალი ლიტერატურის, რომელიც საია-ს ბიბლიოთეკამ სულ რამდინიემ დღის წინ მიიღო.

სერტიფიკატი გადაეცა 39 კურსდმათვარებულე და დიპლომი 41-ს.