სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი აცხადებს ეროვნულ შეჯიბრს საკონსტიტუციო სამართალში

2016-09-15 19:25
Featured image

შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ:

– იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის მე-2, მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტებს.

მონაწილეობის პირობები :

– შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვს ორი წევრისგან შემდგარ გუნდს;

– გუნდმა დათქმულ ვადაში უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა.

შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციის ფორმით 2016 წლის დეკემბერში ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

განაცხადები მიიღება 2016 წლის 15 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილე გუნდმა ელექტრონულ მეილზე უნდა გამოაგზავნოს:

• ელექტრონულად შევსებული განაცხადის ფორმა ;

• შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანირებული);

• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დასკანირებული).

ან მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის/იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდის ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართზე.საბუთები მიიღება 2016 წლის 15 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით – ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 11:00-დან 18:00 საათის ჩათვლით.

განაცხადის ფორმა და შეჯიბრის წესები იხილეთ თანდართულ ფაილებში

განაცხადი წესები

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისებში შემდეგ მისამართებზე:

თბილისის ოფისი:

ჯ. კახიძის ქ. # 15

ტელ: +995 32 2936101 / 2952353 (147,125)
ელ-ფოსტა: ltic@gyla.ge, metreveli@gyla.ge

საკონტაქტო პირი : მარიამ აბულაძე / თამარ მეტრეველი

ქუთაისის ფილიალი:

მ. კოსტავას ქ. #11

ტელ: +995 431 241192
ელ-ფოსტა: k.turabelidze@gyla.ge

საკონტაქტო პირი: ხათუნა ტურაბელიძე

აჭარის ფილიალი:

ბათუმი, გორგასლის ქ. # 89

ტელ: +995 422 276668
ელ-ფოსტა: batumi@gyla.ge

საკონტაქტო პირი: ანა მდინარაძე

ზუგდიდის ოფისი:
ლაღიძის ქ. #3
ტელ: +995 415 227770
საკონტაქრო პირი: ინეზა შენგელია

გორის ოფისი
სტალინის ქ. #19
ტელ: +995 370 279842
ელ-ფოსტა: m.grdzelishvili@gyla.ge

საკონტაქტო პირი: მაია გრძელიშვილი