სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწეთა/სტაჟიორთა კონკურსის მონაწილეთა შედეგები და გასაუბრება

2014-10-17 10:46
Featured image

გაცნობებთ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 16 ქულას. გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ კონკურსის ის მონაწილეები, რომელთაც პირველ ეტაპზე მიიღეს მინიმუმ 10 ქულა.

სისხლის სამართლის მიმართულებით წერითი გამოცდის მაქსიმალური შეფასება შეადგენდა 8 ქულას, ხოლო გასაუბრების ეტაპზე გავიდნენ ის კონკურსანტები, რომელთაც მიიღეს  მინიმუმ 5 ქულა. 

გასაუბრების ეტაპი ჩატარდება 23, 27, 28 ოქტომბერ, საიას სასემინარო დარბაზში. მეორე ეტაპზე გასულ მონაწილეთა სია და გასაუბრების კონკრეტული დრო იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.