სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიას დახმარებით არაკვალიფიციური საადვოკატო მომსახურების გამო ადვოკატს მოქალაქისთვის 620 აშშ დოლარის დაბრუნება დაეკისრა

2010-07-23 12:48
Featured image

2009 წელს მოქალაქე მ.ს.-მ საკუთარ სახლზე 1996 წელს დადებული ყადაღის მოხსნის მიზნით აიყვანა ადვოკატი შ.შ. და საადვოკატო მომსახურებისათვის გადაუხადა 620 აშშ დოლარი.

ადვოკატმა განცხადება შეიტანა სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილების თანახმადაც ყადაღა მოხსნილ იქნა. სააღსრულებო ფურცლის საჯარო რეესტრში წარდგენის მომენტში გაირკვა, რომ “საჯარო რეესტრის შესახებ” 2008 წლის კანონის 35-ე მუხლის თანახმად,  1997 წლამდე რეგისტრირებული ყადაღები ავტომატურად გაუქმებული იყო და, შესაბამისად, ყადაღის გასაუქმებლად საჭირო აღარ იყო სასამართლოსთვის მიმართვა.

ასე, რომ ადვოკატმა არაკვალიფიციური იურიდიული მომსახურეობა გაუწია მოქალაქე მ.ს.-ს და საადვოკატო ჰონორარი გადაახდევინა იმ  მოქმედების შესრულებისთვის, რომლის შესრულებაც ზემოაღნიშული კანონის თანახმად საჭირო აღარ იყო.

საიაში კონსულტაციის შემდეგ მოქალაქე დაუკავშირდა ადვოკატ შ.შ.-ს და სთხოვა თანხის (620 აშშ დოლარის) დაბრუნება, რაზეც უარი მიიღო.
საიას ადვოკატებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს და ადვოკატ შ.შ-ს დაეკისრა 620 აშშ დოლარის გადახდა.