სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ “იმიტირებული ქრონიკით” დაზარალებული პირის სახელით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2010-04-15 14:42
Featured image
15 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოქალაქე თ.ე.-ს სახელით შპს ,,ტელეიმედის” წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის საფუძველზე თ.ე. შპს-გან “ტელეიმედი” ითხოვს 2010 წლის 13 მარტს ე.წ. ,,იმიტირებულ ქრონიკაში” გასული ინფორმაციის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას 5000 ლარის ოდენობით. სარჩელის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის 413-ე და 992-ე მუხლების თანახმად, თუ პირის ჯანმრთელობას სხვისი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მიადგება ვნება, მას შეუძლია მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. თ.ე. 13 მარტის ქრონიკაში მოსმენილი ინფორმაციის შედეგად გახდა შეუძლოდ, დაკარგა გონება, რის გამოც მისმა ოჯახის წევრებმა სასწრაფო გამოიძახეს.
დაზარებულის განცხადებით, “იმიტირებული ქრონიკის” შედეგად გამოწვეული სტრესული მდგომარეობა დღემდე გრძელდება.