GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

09 დეკემბერი, 200720:00

10 დეკემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს ტრადიციულ ადამიანის უფლებათა კვირეულს.

დღეს, 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ გიორგი ჩხეიძემ 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენები შეაფასა.

მიმართვა სათაურით "ერთი თვე 7 ნოემბრის შემდეგ - შეკრების თავისუფლება, ფუნდამენტური უფლება?" _ გიორგი ჩხეიძემ დღეს ჟურნალისტებს გააცნო.

დღეიდან ყოველდღე, 20 დეკემბრის ჩათვლით, საიას ორგანიზებით ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყობა.

სხვა სიახლეები