სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ 15 ივნისის დარბევის დროს დაზარალებულების სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ (სტრასბურგის) სასამართლოში სარჩელი შეიტანა

2010-03-07 17:23
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 4 მარტს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2009 წლის 15 ივნისს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს წინ სამართალდამცავი ორგანოების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალისმიერ მეთოდებით დარბევის დროს დაზარალებული ათი პირის სახელით სარჩელი გააგზავნა.

სარჩელი შეეხება ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 (წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება), მე-6 (სამართლიანი სასამართლოს უფლება), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება) და მე-7 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლის (სისხლის სამართლის საქმის გასაჩივრების უფლება) დარღვევას.

განმცხადებელთა უმრავლესობა სასტიკად იქნა ნაცემი რკინის და რეზინის ხელკეტებით.

მძიმე ფიზიკური დაზიანებები დასტურდება სამედიცინო დოკუმენტებით.

დაზარალებულთა ცემის ფაქტზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2009 წლის 19 ივნისიდან არაერთხელ მიმართა ჯერ საქართველოს მთავარ პროკურორს – მამუკა გვარამიას, შემდეგ კი ქ. თბილისის პროკურატურას დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიების დაწყების მოთხოვნით. თუმცა, დღემდე პროკურატურა მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების ცემის ფაქტების შესწავლით არ დაინტერესებულა.