GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 მაისი, 2020

დღეს ცნობილი გახდა, რომ 2020 წლის 29 მაისს, იგეგმება უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთადერთი საკითხი კი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნაა1. მან უნდა შეავსოს ვაკანსია, რომელიც 15 ივნისს ჩნდება, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა  იწურება.

უახლოეს წარსულში  საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პლენუმმა თანამდებობაზე სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურებით დანიშნა2. წინასწარ თავად პლენუმის წევრებმაც კი არ იცოდნენ კანდიდატის ვინაობის შესახებ3. ამ ნაბიჯმა დასანანი ზიანი მიაყენა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ სანდოობას. სწორედ ამ უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით, საია მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს თამჯდომარესა და პლენუმს, რომ 29 მაისს არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და ეს სხდომა მხოლოდ კანდიდატის წარსადგენად გამოიყენოს.

ეს ნაბიჯი აამაღლებს სასამართლოს გამჭვირვალობის სტანდარტს, საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს გამოხატოს საკუთარი პოზიცია კანდიდატურის შესახებ, პლენუმს კი დაეხმარება მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება.

 

 1საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, დღის წესრიგი, უზენაესი სასამართლოს ვებგვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2zB4id2, განახლებულია 27.05.2020.

 2საია უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნას პროცესს უარყოფითად აფასებს, 2020 წლის 3 აპრილი, საიას ვეგბვერდი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2xT9Kap, განახლებულია: 27.05.2020.

 3უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ეკატერინე გასიტაშვილის განცხადება დისკუსიაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტება“, 1:37:40-1:40:50 წთ, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2ZHQWGE, განახლებულია 27.05.2020.

 

სხვა სიახლეები