სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

როგორ მივიღოთ საია-ში უფასო სამართლებრივი კონსულტაცია?

2018-03-14 17:15
Featured image

2018 წლის 1 ოქტომბრიდან იურიდიული დახმარების ცენტრი იმუშავებს ახალი განრიგის შესაბამისად. კერძოდ, პირადი კონსულტაციები იწარმოებს ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე. 14:00 საათიდან 15:00 საათამდე არის შესვენება.

პირადი კონსულტაციის გავლა შესაძლებელი იქნება როგორც წინასწარ ჩაწერით, ისე - ცოცხალი რიგით. კონსულტაციაზე ჩაწერისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ყოველ დღე შემდეგ ნომერზე: (032)-2-99-50-76 (10:00-11:00, 17:00-18:00 საათებში). პირადი კონსულტაციის მიღება თბილისის ოფისის გარდა, შესაძლებელია ჩვენს რეგიონულ ოფისებში, რომელთა საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გვერდზე (www.gyla.ge).

სამშაბათსა და ხუთშაბათს შესაძლებელი იქნება მხოლოდ სატელეფონო კონსულტაციის მიღება. სამოქალაქო/ადმინისტრაციული საქმეები - (032)-2-99-50-76, სისხლის სამართლის საქმეები - (032)-2-30-72-36.

ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ კონსულტაცია, რისთვისაც კონკრეტული სამართლებრივი შეკითხვა უნდა მოგვწეროთ მეილზე gyla@gyla.ge. პასუხს მიიღებთ რამდენიმე სამუშაო დღეში.

საადვოკატო დახმარება - ყველა ტიპის საქმეზე ჩვენი ორგანიზაციიდან ადვოკატის გამოყოფა არ ხდება. შესაბამისად, იმისთვის რომ განისაზღვროს რამდენად შევძლებთ საადვოკატო მომსახურების გაწევას, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ადვოკატთან.

საიაში კონსულტაციები არ გაიცემა FACEBOOK-ის მეშვეობით. 

ყველა ტიპის სამართლებრივი დახმარება არის უფასო.