GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 ნოემბერი, 200909:14
პროგრამა მიზნად ისახავს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო, ზედამხედველობითი და წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულების მხარდაჭერას მათი ეფექტიანი საქმიანობის განმტკიცების გზით, ასევე, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების განმტკიცებას, რათა მათ შეძლონ სამუშაო პროცესში პარლამენტის წევრებისთვის პროფესიონალურ დონეზე დახმარების გაწევა. პროგრამის ფორმატი ითვალისწინებს ტრეინინგებს და სემინარებს, მივლინებებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, პარლამენტარების გაცვლით ვიზიტებს და ა.შ.
კონსორციუმის გადაწყვეტილებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციად იქნა შერჩეული.
პროგრამის განხორციელების ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების ღონისძიებებში.

სხვა სიახლეები