GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

12 ნოემბერი, 2020

საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების კანონიერების და მონაცემების ხელახალი გადათვლის საკითხზე საია სასამართლოში 38 უბანთან მიმართებით დავობდა. გასაჩივრებული უბნებიდან სასამართლომ მოთხოვნა მხოლოდ 12 უბანთან მიმართებით დააკმაყოფილა.

შედეგად, 1 უბნის მონაცემები გაუქმდა სრულად (რუსთავის ოლქი, უბანი -12.20.87), რადგან შემაჯამებელი ოქმები გადასწორებული იყო კორექტორით, ასევე, ოქმი არ იყო დამოწმებული ბეჭდით და არ ფიქსირდებოდა კომისიის წევრების ხელმოწერები. ამასთან, შემაჯამებელი ოქმი, შესწორების ოქმი დაჩანაწერთა წიგნის მონაცემები ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა.

დიდუბის ოლქში 2 უბანის მონაცემების ხელახალი გადათვლისას მნიშვნელოვანი ცდომილებები დაფიქსირდა:

06.08.27 უბანის მონაცემების ხელახალი გადათვლის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო სუბიექტს - ,,ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებს“ 2 ხმის ნაცვლად მიღებული ჰქონდა 32 ხმა.  

06.07.02 უბანზე ბათილი ბიულეტენები ჩათვლილი იყო ნამდვილ ხმებში. კერძოდ, 41-ე ნომერსმითვლილი ჰქონდა 21 ბათილი ბიულეტენი, მე-5 ნომერს - 3 ბათილი ბიულეტენი, მე-8 ნომერს - 2, ხოლო მე-17 და 25-ე ნომრებს თითო-თითო ბათილი ბიულეტენი. ასევე აღმოჩნდა, რომ დალუქულ დოკუმენტაციაში არ იყო სპეციალური სია, რის გამოც ვერ დადგინდა, რამდენმა პირმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში სპეციალური სიიდან. შესაბამისად, სულ რამდენმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ უბანზე, გაურკვეველია. მიუხედავად ამისა, დიდუბის საოლქო საარჩევნო კომისიამ უბნის შედეგები გადათვლის შედეგად ჩასწორებული მონაცემებით მიიჩნია ნამდვილად. საია არ ეთანხმება ოლქის გადაწყვეტილებას და უბნის ბათილობის მოთხოვნით ახალი სარჩელი წარადგინა სასამართლოში. საქმის განხილვა დღესაა ჩანიშნული. 

 

სხვა სიახლეები