სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია-ს დახმარებით სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გათავისუფლებული პირი სამსახურში აღდგა

2022-07-14 07:10
Featured image

საია-ს ქუთაისის ფილიალი იცავდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებებს. იგი 2007 წლიდან მუშაობდა დაკავებულ პოზიციაზე, თუმცა,  2019 წლის მაისში მონიტორინგის დეპარტამენტის  დასკვნის საფუძველზე  დისციპლინური სახდელი - ,,სამსახურიდან გათავისუფლება” დაეკისრა.  დასკვნაში  მითითებული იყო, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამსახურებრივი მოვალეობის განზრახ შეუსრულებლობას, რაც საქმეზე ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების მასალებით არ დგინდებოდა.

სასამართლოს განხილვისას, მთავარი სხდომის მიმდინარეობის ეტაპზე, საქმე მხარეთა მორიგებით დასრულდა და მოსარჩელე აღადგინეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე.