GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 ივლისი, 2020

2020 წლის 16 ივლისს, ქალაქ ბათუმის არჩეული მერი ლაშა კომახიძე გადადგა.  მნიშვნელოვანია უფლებამოსილებაზე უარის თქმის თარიღი, ლაშა კომახიძეს ეს რომ 2020 წლის 15 ივლისამდე მერის არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართებოდა, ახლა კი ვადამ წელიწადნახევრით გადაიწია. კანონის მიხედვით თუ მერის უფლებამოსილება 15 ივლისის შემდეგ შეწყდა რიგგარეშე არჩევნები მომდევნო წლის მაისში გაიმართება, მაგრამ თუ მომდევნო წელი ისედაც საარჩევნო წელია, როგორც 2021, მაშინ რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრა მომდევნო წლის ოქტომბერში ჩატარდება, ამ პერიოდში ქალაქის თავის მოვალეობას დანიშნული პირი შეასრულებს. 

მერის და მმართველი უმრავლესობის მხრიდან ვადებით მანიპულირება, საიას შეფასებით ამომრჩევლის უპატივცემულობაა. ამ ნაბიჯით მათ ქალაქის მაცხოვრებლებს წაართვეს შესაძლებლობა თავად განესაზღვრათ საკუთარი ქალაქის თავის ვინაობა, გაეკეთებინათ პოლიტიკური არჩევანი.  

 

სხვა სიახლეები