სიახლეები
2020 წლის 19 თებერვალს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მხარი დაუჭირა დირექტორის მიერ წარდგენილ საშტატო განრიგს, რომლის თანახმადაც გაუქმდა სამსახურების უფროსების მოადგილეების შტატები.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში თანამშრომელთა სრული უმრავლესობა არ ყოფილა ინფორმირებული ცვლილებების თაობაზე და არ მომხდარა საკითხის სრულყოფილად შესწავლა, მრჩეველთა საბჭომ არ გაითვალისწინა შუამდგომლობები საკითხის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით და იმავე დღეს მიიღო გადაწყვეტილება.
ცვლილებების თანახმად, შტატების გაუქმებასთან ერთად, შესაბამის სამსახურებში გაჩნდა გაუქმებული შტატების ოდენობის სხვა თანამდებობები. თუმცა ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილისთვის არ მომხდარა ახალი შტატებით გათვალისწინებული პოზიციის შეთავაზება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ერთ-ერთ პოზიციაზე დაინიშნა პირი, რომელიც დღეს არ არის დასაქმებული აჭარის ტელევიზიაში.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები, მათ შორის საშტატო განრიგის შეცვლა, ამყარებს ეჭვებს, რომ ხორციელდება კონკრეტული პირების საინფორმაციო პოლიტიკისგან ჩამოშორება, ახალი თანამშრომლების მიღება და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა.
საია გამოთქვამს მზადყოფნას, დაიცვას თითოეული ჟურნალისტის უფლება.
გააზიარე: