საია აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკოსი/იურისტის თანამდებობაზე
ძირითადი მოვალეობები:
•	მართლმსაჯულების ადმინისტრირებისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიმართულებით პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევების განხორციელება, სხვადასხვა  დასკვნების, ანგარიშების წინასწარ შეთანხმებულ ვადებში მომზადება;  
•	სხვადასხვა სახის საკანონმდებლო წინადადებების და საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულ კანონპროექტებზე დასკვნების მომზადება;
•	პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებებში, პრეზენტაციებში მონაწილეობის მიღება;
•	საიას სახელით სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შექმნილ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება. 
ძირითადი მოთხოვნები:
•	უმაღლესი იურიდიული განათლება;
•	წარმატებით ჩაბარებული ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სამართლის სპეციალიზაციით; 
•	პროფესიით მუშაობის გამოცდილება; 
•	შრომის დისციპლინა;
•	გუნდური მუშაობის გამოცდილება;
•	კომპიუტერთან მუშაობა;
•	ინგლისური ენის ცოდნა
 
კონკურსში მუშობის მსურველებმა ასოციაციის თბილისის ოფისში სრულად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1.	განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე;
2.	ავტობიოგრაფია (CV);
3.	უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
4.	საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
5.	სამოტივაციო წერილი;
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2012 წლის 20 თებერვლის 18:00 საათი.
 
დავუკავშირდებით დოკუმენტების მიხედვით შერჩეულ კანდიდატებს, რომლებსაც ჩაუტარდებათ გასაუბრება და მიეცემათ წერითი დავალება. 
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 
ჯ.კახიძის (ყოფილი კრილოვის ქ.)  #15, ტელ: 293 61 01; 295 23 53
საკონტაქტო პირები: ანი ტაბიძე / თამარ სარაჯიშვილი / თამარ გვარამაძე 
არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ მიიღება შემდგომში განსახილველად.