სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს კონკურსს მკვლევარების შესარჩევად

2016-10-10 12:00
Featured image

საია აცხადებს კონკურსს მკვლევარების შესარჩევად:

საია იწვევს მიგრაციასთან დაკავშირებული სფეროების მკვლევარებს, კერძოდ:

  1. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტებს, მაღალი ხარისხის კვლევისა და პოლიტიკის რეკომენდაციების შესამუშავებლად;
  2. საკითხით დაინტერესებულ სტუდენტებს, ექსპერტის ხელმძღვანელობით კვლევით ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად;
  3. კვლევით ორგანიზაციებს/კომპანიებს, რაოდენობრივი კვლევის ჩასატარებლად.

 

პროექტის მოკლე აღწერა:

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით, ქსელური მუშაობითა და ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში მიგრაციის მართვის განვითარება“  ერთ-ერთი მიზანია კვლევაზე დაფუძნებული ადგილობრივი და სახელმწიფო პოლიტიკის განვითარება მიგრაციის სფეროში.

 

ამ მიზნის მისაღწევად, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტთან თანამშრომლობით, საიას მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი საქმიანობა მოიცავს კვლევითი ცენტრის შექმნას, რომლის ფარგლებშიც შეგროვდება და დამუშავდება რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემები მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე და მათ საფუძველზე გამოიცემა ანალიტიკური ნაშრომები და რეკომენდაციები.

 

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

 

ექსპერტების, სტუდენტებისა და კვლევითი ორგანიზაციის/კომპანიის მოვალეობები:

პროექტის ფარგლებში ჩართული პირების/ორგანიზაციების/კომპანიების მოვალეობები შემდეგია:

 

  1. ექსპერტი/მკვლევარი:
  • - ქვემოთ ჩამოთვლილი საკითხებიდან ერთ ან ორ საკითხზე მაღალი ხარისხის კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო უწყებებისათვის წარსადგენად (საკითხის საჭიროებებიდან გამომდინარე, კვლევა შესაძლოა მოიცავდეს შემდეგი ნაწილების სხვადასხვა კომბინაციას: სიტუაციური ანალიზი, კანონმდებლობის ანალიზი, პოლიტიკის ანალიზი, პრაქტიკის შეფასება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის განხილვა, და სხვა);
  • - კონკურსის შედეგად შერჩეული სტუდენტებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფისათვის სტრატეგიული მითითებების მიცემა კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ, კვლევაში მათი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად (სხვადასხვა მონაცემების მოპოვება და დამუშავება, და ა.შ.). შესაძლოა ასევე, აღნიშნულმა მოიცვას კვლევის დასაწყისში, მოკლე ტრენინგის ჩატარება სტუდენტებისათვის მათ მოსამზადებლად;
  • - კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების წარდგენა/ადვოკატირებაში მონაწილეობა (მრგვალი მაგიდები სახელმწიფო უწყებებთან, ინტერვიუ სხვადასხვა მედიასთან, და ა.შ.)
  • -პროექტის სხვადასხვა კომპონენტის დაგეგმვისას კონსულტაციის გაწევა გუნდისთვის.

 

  1. სტუდენტები:
  • - ექსპერტის/მკვლევარის სტრატეგიული მითითებებითა და საია/კავკასიური ინსტიტუტის პროექტის გუნდის ყოველდღიური ხელშეწყობით კვლევაში მონაწილეობა (კვლევაში ჩართულობის ფარგლები განისაზღვრება ყოველი კონკრეტული სტუდენტის უნარ-ჩვევებიდან გამომდინარე, მაგალითად: მონაცემების მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, და ა.შ.);
  • - სპეციალურად ორგანიზებულ მოსამზადებელ ტრენინგში მონაწილეობის მიღება, რომელიც მოიცავს თემატურ და კვლევის მეთოდების კომპონენტებს;
  • - კვლევის შედეგების ადვოკატირებაში მონაწილეობის მიღება;
  • - პროექტის სხვა კომპონენტებში ჩართულობა, სურვილისამებრ.

 

  1. კვლევითი ორგანიზაცია/კომპანია:
    • - სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან შემდგარ სამუშაო ჯგუფთან ერთად კითხვების დაზუსტება-შედგენაში მონაწილეობის მიღება;
    • - საქართველოს მასშტაბით რაოდენობრივი კვლევის ჩატარება და შედეგების წარმოდგენა საპროექტო გუნდისთვის (კითხვარის მოცულობა: დაახლოებით 80-100 კითხვა);
    • - საპროექტო გუნდისათვის შესავალი ტრენინგის ჩატარება SPSS (Statistical Package for the Social Sciences) სისტემებზე, რათა საპროექტო გუნდის წევრები ჩაერთონ მონაცემების დამუშავება-დაზუსტებაში;
    • - წარსულში ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგების გაზიარება საპროექტო გუნდისათვის, სამუშაო ფორმატში.

 

 

კვლევებისთვის განსაზღვრული სავარაუდო თემები:

კანდიდატებს შეუძლიათ შემოთავაზება წარმოადგინონ მიგრაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, საკუთარი შერჩევით. საკითხების სარეკომენდაციო ჩამონათვალია:

  1. ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებული - მიგრაციის საკითხებზე;
  2. მიგრანტებთან დაკავშირებული ჯანდაცვის პოლიტიკა;
  3. სავიზო ლიბერალიზაცია: სავარაუდო გამოწვევები, მათი მოგვარების გზები;
  4. მიგრაციისა და განვითარების კონკრეტული მექანიზმები (საუკეთესო პრაქტიკა საქართველოში გადმოსაღებად);
  5. მიგრაციის ფემინიზაცია;
  6. შრომითი მიგრაცია: კანონმდებლობა, საერთაშორისო პრაქტიკა;
  7. მიგრაციისა და ეკონომიკის პოლიტიკის კავშირი;
  8. ორმაგი მოქალაქეობა: რისკები და დადებითი მხარეები;
  9. სხვა.

 

 

ექსპერტების/მკვლევარების, სტუდენტებისა და კვლევითი ორგანიზაციის/კომპანიის პროფილი:

 

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმია:

  1. ექსპერტი/მკვლევარი:
  • - მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შერჩეულ სფეროში ან/და დაკავშირებულ სფეროში;
  • - მინიმუმ მაგისტრის ხარისხი შერჩეულ სფეროში ან/და დაკავშირებულ სფეროში;
  • - კვლევის ჩატარების უნარ-ჩვევები;
  • - კვლევითი ჯგუფისათვის სტრატეგიული გეგმის დასახვის უნარ-ჩვევები;
  • - ადამიანის უფლებების პრინციპების გაზიარება.

 

  1. სტუდენტები:
  • - მინიმუმ ბაკალავრი ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსების (მე-3 და მე-4 კურსები) სტუდენტი;
  • - საკითხით დაინტერესება და ხარისხიანი ნაშრომის შექმნის მოტივაცია;
  • - ადამიანის უფლებების პრინციპების გაზიარება.

 

  1. კვლევითი ორგანიზაცია/კომპანია:
    • - რაოდენობრივი კვლევის განხორციელების მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
    • - კვლევის განხორციელების პროცესში ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვა;
    • - მოქნილობა და ღიაობა სამუშაო პროცესში;
    • - ადამიანის უფლებების პრინციპების გაზიარება.

 

 

ვადები:

პროექტის სავარაუდო განრიგი შემდეგია:

დაგეგმვითი სამუშაოები კვლევაში ჩართული ყველა მხარის მონაწილეობით: კითხვარების შედგენა, შესავალი ტრენინგები, კვლევის მონაწილეების შერჩევა

15 ოქტომბერი - 15 ნოემბერი, 2016

რაოდენობრივი კვლევის განხორციელება ორგანიზაციის/კომპანიის მიერ

15 ნოემბერი, 2016 - 15 იანვარი, 2017

რაოდენობრივი მონაცემების დამუშავება ორგანიზაციის კომპანიის მიერ  

15 - 31 იანვარი, 2017

კონსულტაციები და საბოლოო ნაშრომის წარდგენა ორგანიზაციის/კომპანიის მიერ

1-28 თებერვალი, 2017

კვლევის განხორციელება ექსპერტების/მკვლევარებისა და სტუდენტების მიერ

15 ნოემბერი, 2016 – 28 თებერვალი, 2017

კონსულტაციები და საბოლოო ნაშრომის წარდგენა მკვლევარების/ექსპერტებისა და სტუდენტების მიერ

1-31 მარტი, 2017

კვლევის შედეგების ადვოკატირება

1 აპრილი - 31 მაისი, 2017

 

 

ანაზღაურება და სარგებელი:

  1. ექსპერტი/მკვლევარი:
  • დაახლოებით 2000 ევრო (დასაბეგრი) მთლიანი დავალებისათვის.

 

  1. სტუდენტები:
  • - საუკეთესო სტუდენტი მკვლევარებისათვის შესაძლებლობა, კვლევა გამოიცეს მათი თანაავტორობით;
  • - საუკეთესო სტუდენტი მკვლევარების დაჯილდოება პროექტის დასასრულს.

 

  1. კვლევითი ორგანიზაცია/კომპანია:
    • კვლევითი ორგანიზაცია/კომპანია შეირჩევა მის მიერ წარმოდგენილი ფასისა და წარსული გამოცდილების მიხედვით. შესაბამისად, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ საკუთარი ფინანსური შემოთავაზება.

 

კონკურსის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა 2016 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

  1. ექსპერტი/მკვლევარი:
  • - დეტალური რეზიუმე;
  • - 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • - წარსულში შექმნილი ნაშრომების ნიმუშები (ლინკები);
  • - 1-გვერდიანი შემოთავაზება, სადაც კანდიდატი აღწერს კვლევის შემოთავაზებულ თემას, შინაარსსა და მეთოდოლოგიას.

 

  1. სტუდენტები:
  • - დეტალური რეზიუმე;
  • - 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • - წარსულში შექმნილი ნაშრომების ნიმუშები (ლინკები) - არსებობის შემთხვევაში;
  • - 1-გვერდიანი სამოტივაციო წერილი, სადაც კანდიდატი აღწერს მისთვის საინტერესო საკითხს, თუ რაზე ისურვებდა მუშაობას და შესაბამისი დასაბუთება, თუ რატომ არის აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი.

 

  1. კვლევითი ორგანიზაცია/კომპანია:
  • - წამყვანი მკვლევარების/კვლევის გუნდის ხელმძღვანელის დეტალური რეზიუმე;
  • - 2 რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია;
  • - ინფორმაცია აღნიშნულ და სხვა დაკავშირებულ სფეროებში ორგანიზაციის გამოცდილების შესახებ;
  • - შემოთავაზებული ბიუჯეტი, დეტალური აღწერით;
  • - შემოთავაზებული კვლევის ფარგლების აღწერა (კითხვების რაოდენობა, რამდენად იქნება შესაძლებელი ცალკე რეგიონის მასშტაბით კვლევის ჩატარება, და ა.შ.).

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თეონა მაჭარაშვილს - macharashvili@gyla.ge  

ტელ - 577 07 05 94.