GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 აგვისტო, 2017

მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადიციის საკითხის სწორად გადაწყვეტისას, მნიშვნელოვანია, სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს სამართლებრივ მიმოხილვაში ასახულ საკითხებზე და იხელმძღვანელოს წარმოდგენილი სტანდარტებით. სასამართლომ ექსტრადიციის დასაშვებობა შეიძლება დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა იქნება დაკმაყოფილებული:

- მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოქმედება შეფასდება დანაშაულად;

- გამოირიცხება პოლიტიკური დანაშაულის არსებობა;

- არ იარსებებს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირის ექსტრადიცია მოთხოვნილია იმ მიზნით, რომ მოხდეს მისი მსჯავრდება და დასჯა პოლიტიკური ნიშნით;

- არ იარსებებს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ თურქეთში მუსტაფა ემრე ჩაბუქი გახდება წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლი;

- ექსტრადირების შემთხვევაში, ექნება სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა.

ჩაბუქის საქმესთან დაკავშირებით საიას სამართლებრივი დასკვნა იხილეთ თანდართულ დოკუმენტში

 

სხვა სიახლეები