კონკურსი საიას თბილისის იურიდიული დახმარების ცენტრში ანაზღაურების გარეშე თანაშემწეთა/სტაჟიორთა მისაღებად

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დატვირთვა: არასრული

განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 15 ოქტომბერი.

 

იურიდიული დახმარების ცენტრში თანაშემწედ/სტაჟიორად ყოფნა გულისხმობს 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.

კონკურსი მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლის, ასევე სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით. კონკურსის შედეგად სისხლის სამართლის მიმართულებით შეირჩევა არაუმეტეს 7, ხოლო სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით - არაუმეტეს 18 პირი.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები საქმიანობას შეუდგებიან 2023 წლის დეკემბრიდან. სტაჟირების პროცესი წარიმართება როგორც პირისპირ, ისე - დისტანციურ რეჟიმში.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.

 

თანაშემწის/სტაჟიორის მოვალეობებია:

- სარჩელების, განცხადებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებაში ადვოკატების დახმარება;

- იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა-პასუხების ელექტრონულპროგრამაში ასახვა და პირად/სატელეფონო კონსულტაციებზე დასწრება;

- საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;

- კონკრეტულ საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება; - იურისტების დავალებების შესრულება;

- სამართლებრივი ბროშურების შედგენისას იურისტების დახმარება.

 

კონკურსის შედეგად შერჩეულ პირებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა/სტაჟიორთა უფლება-მოვალეობები.

 

კონკურსის ეტაპები:

- წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად შეავსებს ფორმას/ატვირთავს შესაბამის დოკუმენტებს.

წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს ევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო/ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით, განაცხადში მონაწილის მიერ მითითებული სფეროს მიხედვით;

- გასაუბრება - დაშვებული იქნება ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით გადალახავს პირველ ეტაპს.

განაცხადების მიღება კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს ქვემოთ მოცემული სააპლიკაციო ფორმა (მათ შორის, ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტი) სრულად:

სააპლიკაციო ფორმის შევსების ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი 23:59 საათი.

წერითი გამოცდისა და გასაუბრების თარიღები და ფორმატი, ასევე კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საიტზე - www.gyla.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირები: ვერიკო ჯგერენაია და მარიამ გაბროშვილი ელ. ფოსტა: vjgerenaia@gyla.ge,


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge