საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა

საია-ს ზუგდიდის ოფისის დახმარებით,  ინტერნეტ გამოცემა  ,,ლაივპრესის’’ ჟურნალისტმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დავა მოუგო. საქმე შეეხებოდა სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის მიღებას.

ჟურნალისტი სამინისტროსაგან ითხოვდა იმ წერილის გადაცემას, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიგზავნა 3 პირის  WSF-ის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. სამინისტრო უარს აცხადებდა ინფორმაციის გაცემაზე, რადგან მიიჩნევდა, რომ  ეს გამოიწვევდა სხვისი პერსონალური ინფორმაციის შემცველი მონაცემების დამუშავებას.

სამივე ინსტანციის სასამართლოში დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა. სასამართლოს განმარტებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ოდენობის თანხა განიკარგა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკრეტული მიზნით, საჯაროა და ექვემდებარება განმცხადებელზე გაცემას ამგვარი ინფორმაციის  მოთხოვნის  მიზნობრიობისა და საფუძვლების მიუხედავად. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს კანონმდებლობა აკისრებდა ვალდებულებას, ჟურნალისტის მოთხოვნა  დაეკმაყოფილებინა და გაეცა შესაბამისი საჯარო ინფორმაცია. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge