საიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა

დღეს, 2013 წლის 15 ნოემბერს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ საქართველოს ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიანიჭა.

16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა, რომელიც მე-20 საუკუნის ნახევრიდან აღინიშნება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი კრძალავს ყოველგვარ დისკრიმინაციას. მიუხედავად ამისა, საქართველოში მთელ რიგ სოციალური ჯგუფებს დღესაც უთანასწორო რეალობაში უწევთ არსებობა, რაც უშუალოდ აისახება თითოეული ამ ჯგუფს მიკუთვნებული პირის ცხოვრებაზე. ადამიანები შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული, რელიგიური და ეთნიკური იდენტობის გამო დღემდე ვერ სარგებლობენ იმ სიკეთით, რასაც ადამიანის უფლებების დაუბრკოლებელი და სრული რეალიზაცია ჰქვია.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge