საიას იურიდიული დახმარების ცენტრის კონკურსი კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად ანაზღაურების გარეშე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი აცხადებს კონკურსს ადვოკატ-კონსულტანტის თანაშემწეთა მისაღებად საზოგადოებრივ საწყისებზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: იურიდიული ფაკულტეტის (საერთაშორისო სამართლის) ბაკალავრიატის მე-3 და ზედა კურსის სტუდენტებს ან კურსდამთავრებულებს.
 
კონკურსში მონაწილე პირმა ელექტრონულ მეილზე - trainee@gyla.ge უნდა გამოაგზავნოს:
1. შევსებული და ხელმოწერილი (დასკანირებული) განაცხადის ფორმა (იხ. მიბმული დოკუმენტი), 
2. იურისტის დიპლომის ან შესაბამის კურსზე სწავლების დამადასტურებელი დოკუმენტის დასკანირებული ვერსია. 
 
ან ორივე დოკუმენტი მატერიალური ფორმით წარმოადგინოს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისში ქვემოთ მითითებულ მისამართზე. 
 
იურიდიულ დახმარების ცენტრში თანაშემწედ ყოფნა გულისხმობს როგორც წესი 6 თვიანი კურსის გავლას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს. 
 
თანაშემწეებს ევალებათ:
1. იურიდიულ დახმარების ცენტრში მოქალაქეებისაგან შემოსული კითხვა- პასუხების ელექტრონულ პროგრამაში დაფიქსირება;
2. სარჩელების, განცხადებებისa და სხვა სამართლებრივი  დოკუმენტაციის მომზადებაში დახმარება;
3. საკანონმდებლო სიახლეებზე მუშაობა;
4. ბუკლეტებისა და ლიფლეტების შედგენისას იურისტების დახმარება; 
5. იურიდიული დახმარების თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა და სხვა მოვალეობათა შესრულება.
 
კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება თანაშემწეთა უფლება-მოვალეობები.
 
კონკურსში მონაწილეებს  მოეთხოვებათ ასევე კომპიუტერული პროგრამების (საოფისე პროგრამები) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. 
 
საბუთების მიღება ზემოაღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და საიას ოფისში იწარმოებს 2013 წლის 18 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათლით (მატერიალური ფორმით განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელი იქნება 29 ნოემბრის 18სთ-მდე, ხოლო ელექტრონული ფორმით 29 ნოებრის 24 სთ-მდე). დაგვიანებით გამოგზავნილი ან წარმოდგენილი განაცხადები არ მიიღება.
 
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. კონკურსის პირველი ეტაპზე - წერითი გამოცდა - დაშვებული იქნება ყველა კანდიდატი, რომელიც სრულყოფილად გამოაგზავნის/წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტებს. წერით გამოცდაზე კონკურსში მონაწილეებს დაევალებათ კაზუსების ამოხსნა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის  სამართლიდან, განაცხადში მათ მიერ მითითებული სფეროს მიხედვით. წერითი გამოცდა ჩატარდება 4 დეკემბერს 12 საათზე საიას სასემინარო დარბაზებში, ქვემოთ მითითებულ მისამართზე (კოდექსები თან იქონიეთ).
2. მეორე  ეტაპი   - გასაუბრება. წერითი გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში კანდიდატები დაბარებულები იქნებან გასაუბრებაზე.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის საკონტაქტო პირი - ცისანა  ქადაგიშვილი.
მისამართი: თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქ. #15 
ტელ:  2-99 50 76;   2-93 61 01
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge