საიამ წინასაარჩევნოდ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვს კანონის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლის მიხედვითაც საარჩევნო უბნებზე არჩევნების დღეს  ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული მონაცემების გაცნობა იზღუდება.

საია მიიჩნევს, რომ ვიდეოთვალის ჩანაწერის სრულად გაცნობის შეზღუდვა არაკონსტუტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით დადგენილ ინფორმაციის თავისუფლების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებასთან.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ამავდროულად სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, რათა სასამართლომ შეაჩეროს სადავო ნორმატიული აქტის მოქმედება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლომ ნორმა რომც ცნოს არაკოსნტიტუციურად, მისი 2008 წლის 21 მაისის არჩევნებზე მოქმედებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ამომრჩეველთა უფლებებს, რადგან პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება იმ მიზნის სრულყოფილი განხორციელება, არჩევნების პროცესის მიმდინარეობაზე დაკვირვება და დარღვევებზე რეაგირება, რისთვისაც შემოღებულ იქნა ვიდეოთვალით დაკვირვება.

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge