საიამ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე - "სასამართლო სისტემის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა" პარლამენტს შეფასება წარუდგინა

საქართველოს პარლამენტში შექმნილი სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ქართულმა ოცნებამ ჩართულ მხარეებს გაუზიარა დოკუმენტი: „სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.“  

დოკუმენტი ვერ პასუხობს იმ ძირითად გამოწვევებს რომელის დღეს მართლმსაჯულების სისტემაში არსებობს, არის ფრაგმენტული ხასიათის და არ არის ორიენტირებული ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს შექმნისაკენ. მმართველმა ძალამ არ გაითვალისწინა, ის ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სამუშაო ჯგუფის ფორმატის დაწყებისთანავე მიაწოდა. გამოგზავნილ დოკუმენტთან დაკავშირებით საიამ მოამზადა დასკვნა, რომელიც მიეწოდა სამუშაო ჯგუფს.  

მოვუწოდებთ, საპარლამენტო უმრავლესობას, მხედველობაში მიიღოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების რეკომენდაციები, გადადგას ქმედითი და რეალური ნაბიჯები სასამართლოს სისტემის გაჯანსაღებისკენ.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge