გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2020 წლის 20 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მყოფი გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე, გამოძიების დაწყება მოითხოვა. 

პროკურატურის სახელზე წარდგენილ განცხადებში, საია გამოძიების დაწყებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ითხოვს. საუბარია სსკ-ის 2592 მუხლსა (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) და ამავე კოდექსის 342-ე მუხლზე (სამსახურებრივი გულგრილობა).

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge