საია აცხადებს კონკურსს კვლევის მომზადებაზე

პროექტიუსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება

პროექტის მიზანი: კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, ასევე საპარლამენტო და უსაფრთხოების სექტორში ადვოკატირების კამპანიის გზით, უსაფრთხოების სექტორზე (საიდუმლო შესყიდვების მიმართულებით) სამოქალაქო - დემოკრატიული კონტროლის მექანიზმების დახვეწისა და გაძლიერების ხელშეწყობა. ამდენად შესყიდვების პროცესში კორუფციული რისკების მინიმუმამდე დაყვანა.

კვლევის საგანი - ორი კვლევის მომზადება:

ა. უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო კონტროლის ზოგადი მექანიზმები (საკანონმდებლო ჩარჩო და მისი იმპლემენტაცია რეგლამენტის უკანასკნელი რეფორმის შემდეგ);

ბ. უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო კონტროლის ზოგადი მექანიზმების კომპარატივისტული ანალიზი.

პირობები:

1. კვლევის მომზადებისთვის შეირჩევა ექსპერტი, რომელთანაც გაფორმდება საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულება 2019 წლის 1 დეკემბრამდე, გაგრძელების პერსპექტივით.

2. ორგანიზაციის მიერ წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით, მკვლევარმა უნდა წარმოადგინოს შუალედური ანგარიშები და კვლევის მიმდინარეობის შესახებ აცნობოს პროექტის უშუალო ხელმძღვანელს;

3. გადაწყვეტილება მიღებული იქნება  ექსპერტის გამოცდილების გათვალისწინებით;

4. დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულ მისამართზე info@gyla.ge, 2019 წლის 7 ივნიის 18:00  საათის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ:

- CV

- მათ მიერ უკანასკნელი 3 წლის განმვალობაში მომზადებული კვლევა (ქართულ ან ინგლისურ ენაზე) კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, რომელიც აპლიკანტის აზრით ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის კველვით უნარებს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ ფოსტაზე  info@gyla.ge


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge