GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

16 ოქტომბერი, 201410:42

2014 წლის 16 ოქტომბერს  10:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამართა დისკუსია "დიასპორა და სახელმწიფო: თანამშრომლობის და ურთიერთმხარდაჭერის პერსპექტივები". 

შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა კვლევის  "დიასპორა და სახელმწიფო: ირლანდიის, იტალიისა და სლოვენიის გამოცდილება" შედეგები. ასევე საუბარი იყო საქართველოში დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე.
 
დისკუსიის ბოლოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოავლინა დიასპორულ ვიდეო კონკურსში ,, დიასპორა - ხიდი საქართველოსთან“ გამარჯვებული ნამუშევარი.
 
შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული  პროექტის “საქართველოსა და ევროკავშირს შორის კარგად მართული მიგრაციის ხელშეწყობა” ფარგლებში, რომელსაც საია-კავკასიური ინსტიტუტი ერთობლივად ახორციელებენ. 
 
 
 

სხვა სიახლეები