GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 აპრილი, 200620:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  პროექტი “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”, რომელიც ხორციელდება ა.შ.შ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით აწყობს პლაკატების კონკურსს თემაზე “არა! – ადამიანებით ტრეფიკინგს”.

ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ამობეჭდილი  ფორმატით – არანაკლებ A4 (1 ცალი), ასევე ელექტრონული სახით (PDF ფაილად).

5 გამარჯვებული ნამუშევარი დაჯილდოვდება!

  • პირველი პრიზი – 300$
  • მეორე პრიზი – 200$
  • მესამე პრიზი – 100$
  • მეოთხე – მეხუთე ადგილები დაჯილდოვდება ფასიანი სამახსოვრო საჩუქრებით.

გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

გამარჯვებული პლაკატების საკუთრებისა და არაკომერციული დანიშნულებით გამოყენების უფლება გადაეცემა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აპრილის 18.00 საათი.

 

ნამუშევრები უნდა წარადგინოთ საქართველოს ახალგაზარდა იურისტთა ასოციაციაში 
კრილოვის ქუჩა #15. 
ტელეფონი: 936301 ან 952353
ელ-ფოსტა: khatuna_chitanava@gyla.ge

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლია იხილოთ დანართში.

სხვა სიახლეები