GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

05 მაისი, 2022

საიას ზუგდიდის ოფისი იცავდა ქალს, რომელიც წლების განმავლობაში იყო ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან. კერძოდ, მოძალადე წლების განმავლობაში უკრძალავდა მას გარეთ მარტო გასვლას, მეზობლებთან, მშობლებთან და ნებისმიერ გარეშე პირთან კომუნიკაციის დამყარებას. დაზარალებული გარეთ გასვლას მხოლოდ მეუღლესთან ერთად ახერხებდა, სხვა შემთხვევაში ბავშვთან ერთად ბინაში იყო ჩაკეტილი, ხოლო ბინის გასაღები მის მეუღლეს დაჰქონდა თან. 

დაზარალებულმა 2019 წლის 9 სექტემბერს, როდესაც ბავშვთან ერთად ჩაკეტილი იმყოფებოდა,  მოახერხა პოლიციის გამოძახება, რის შემდეგაც მის მეუღლეზე დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხოლო მას კი მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი.

ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 111 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. 

სხვა სიახლეები