GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

10 ივნისი, 2019

საიას შეფასებით, 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურმა არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა ნეგატიური ტენდენცია, რომელიც ამომრჩევლის ნების გამოხატვის კონტროლსა და ზოგიერთ უბანზე დაძაბულ გარემოს უკავშირდება, სამწუხაროდ, იყო ფიზიკურ დაპირისპირების და მუქარის შემთხევევები.

ამ ეტაპზე, საია აგრძელებს კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის (საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების) შესწავლას და შედეგების შეჯამების პროცესზე დაკვირვებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში. საია წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შემაჯამებელ ანგარიშს მოგვიანებთ წარუდგენს საზოგადოებას.

სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი ტენდენციები:

საიას დამკვირვებლების მონაცემებით, ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, ხოლო უბნის შიგნით - პარტიებისა და სავარაუდოდ მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აღრიცხავენ ხმის მისაცემად მოსულ მოქალაქეებს, ესაუბრებიან მათ, ან ფოტო-ვიდეო გადაღებით აღბეჭდავენ უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების პროცესს. ამ სტრატეგიას ორივე მხარე მიმართავდა. მართალია, არც ერთი ეს პრაქტიკა კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა, დისკომფორტს უქმნის ამომრჩეველს და მათ კონტროლის განცდას უჩენს, რაც ამცირებს დამოუკიდებელი და თავისუფალი არჩევანის გაკეთების ალბათობას. ამგვარი უარყოფითი ფაქტები პირველი ტურის დროს გამოვლენილი ტენდენციის გაგრძელებაა. ამის გათვალისწინებით, უარყოფითად ვაფასებთ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებას, რომლითაც ის აღნიშნული პრაქტიკის ნორმალიზებას შეეცადა.

კენჭსყრის პარალელურად, დაძაბული ვითარება იყო რამდენიმე უბანზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა #12 და #32 საარჩევნო უბანებზე; სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ აქტივისტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდა #18 უბანზე, #17 უბანზე სავარაუდოდ მმართველი გუნდის მხარდამჭერმა კი მუქარის შემცველი განცხადებები გააკეთა. უკანასკნელ ორ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. მიგვაჩნია, რომ აგვარი ფაქტები ამომრჩეველს არ აძლევს საშუალებას, საკუთარი არჩევანი მშვიდ და დაძაბულობისგან თავისუფალ გარემოში გააკეთოს.

საიას დამკვირვებლების მიერ მთაწმინდის ოლქში დაიწერა 1 საჩივარი: #3 უბანი - წილისყრის პროცედურების დარღვევა (წილისყრის პროცედურებში მონაწილოებაზე უარი).

 

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნების მეორე ტურს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 10-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.

3 მობილური ჯგუფისა და 1 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით, საია პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს აკვირდებოდა. საიას დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებდნენ, როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს უწევდნენ საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაციის დამკვირვებლები სტრატეგიულ სამართალწარმოებას განახორციელებენ საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

არჩევნების დღეს საიაში მუშაობდა სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით მოქალაქეებს შეეძლოთ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზი ასევე მუშაობდა ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეეძლოთ მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და მოეწოდებინათ მონაცემები კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

 

სხვა სიახლეები