სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მოქალაქე ს. რ.-ი სოციალური სუბსიდიების სააგენტოს წინააღმდეგ

2009-10-31 10:09
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საადვოკატო დახმარება გაუწია მოქწალაქე ს.რ.-ს, რომელსაც შეუწყდა მარჩენალის შრომის პენსია სრულწლოვანების მიღწევის გამო, იმის გაუთვალისწინებლად, რომ  ს.რ.-ი იყო სტუდენტი, რაც საქართველოს მოქმედი კანონმდებლით, პენსიის 23 წლის ასაკამდე გაგრძელების საფუძველია. ს.რ.-ს უარი განუცხადეს პენსიის აღდგენაზე. I და II სასამართლო ინტანციებში საქმის განხილვის შედეგად საიას სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
2009 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ს.რ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დაევალა გამოსცეს  ინდივიდუალური  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს.რ-სათვის შეწყვეტილი მარჩენალდაკარგულის პენსიის აღდგენის თაობაზე და ასევე აანაზღაუროს მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი, კერძოდ მარჩენალდაკარგულის პენსიის ანაზღაურება შეწყვეტის მომენტიდან პენსიის აღდგენამდე პერიოდისათვის.