სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია აცხადებს ტენდერს სატრანსპორტო მომსახურების შესაძენად

2020-09-11 13:46
Featured image

ორგანიზაცია დაინტერესებულია შემდეგი ტიპის  სატრანსპორტო მომსახურების  შესყიდვით:

ავტობუსი (მინიმალური-28 და მაქსიმალური-45 ადგილიანი)

მიკროავტობუსი (მინიმალური-14 და მაქსიმალური-20 ადგილიანი)

მინივენი

მსუბუქი ავტომობილები ( რაოდენობა-მინიმუმ 100 ავტომობილი)              

 შემოთავაზებული ავტომანქანები უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:  

•          - ყველა მათგანს უნდა ჰქონდეს გავლილი ტექ. დათვალიერება.

•          - ანგარიშსწორება მოხდება გადარიცხვით, ინვოისის საფუძველზე-შესაბამისად განაცხადის შემომტან კომპანიას/ ფიზიკურ პირს უნდა შეეძლოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა.
 

განიხილება მხოლოდ 2000 წლის ზევით გამოშვებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. 

დაინტერესებულმა პირებმა/კომპანიებმა  უნდა წარმოადგინონ  მანქანების სრული ტექნიკური  მახასიათებლები, შესაბამისი სურათები და თითოეულის ფასი ცალ-ცალკე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gkiphiani@gyla.ge. გთხოვთ, დასახელებაში მიუთითოთ „ტენდერი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: (+995) 577 07 05 06-გიორგი ალადაშვილი.

განაცხადების  წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 სექტემბერი.