სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის პირველი შედეგი

2010-01-14 10:45
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არსებული ქართული მედიის სამართლებრივი  დაცვის ცენტრის დახმარებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ”სტუდია მონიტორის” ჟურნალისტის, ნანა ნასყიდაშვილის ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა.
ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის სახით, შსს-ს ახალი შენობის სამშენებლო-საპროექტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ითხოვდა, თუმცა 2009 წლის 17 ნოემბერს შეტანილ განცხადებას შსს-სგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
2010 წლის 13 იანვარს ჟურნალისტის ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა, დავით კორახაშვილმა განიხილა და სრულად დააკმაყოფილა საჩივარში დასმული ყველა მოთხოვნა.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი შეიქმნა პროექტის  ‘მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება საქართველოში’ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროპის კავშირი. პროექტს ახორციელებს ევრაზიის თნამშრომლობის ფონდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან პარტნიორობით.