სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მედია-ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე

2019-03-06 17:13
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებზე ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება“.

პროექტის მიზანია საქართველოს უსაფრთხოების პოტენციალის ამაღლება საიდუმლო შესყიდვებში კორუფციული რისკების შემცირების გზით.

პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი უსაფრთხოების საკითხებზე, თემით დაინტერესებული ტელე, რადიო და ონლაინ მედიის წარმომადგენლებისათვის.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ თემატურ ნაწილებს:

- უსაფრთხოების სექტორის აღქმის პრობლემა - გიორგი გობრონიძე, პროექტის კოორდინატორი

- უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო კონტროლის პრობლემა -რუსუდან ჯამასპიშვილი, პროექტის მკვლევარი

- საიდუმლო სახელმწიფო შესყიდვები ელექტრონულ სისტემაში - სალომე საღარაძე, პროექტის მკვლევარი.

მედია-ტრენინგი გაიმართება 17 მარტს, 11:30 საათიდან, 17:00 საათამდე, თბილისი მერიოტში.

დასწრების მსურველებმა 2019 წლის 14 მარტამდე უნდა შეავსონ Google Doc -ის რეგისტრაციის ფორმა. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.