სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„კოალიცია თანასწორობისთვის“

2019-02-14 17:18
Featured image

„კოალიცია თანასწორობისთვის“ (Coalition for Equality) შეიქმნა 2014 წელს და მისი მიზანია საქართველოში თანასწორობის პოლიტიკის შესწავლა, ადვოკატირება, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობა და სხვადასხვა ჯგუფებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევა. 

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

2. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF)

3. „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC)

4. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“

5. კავშირი „საფარი“

6. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი" (WISG)

7. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR)

8. „იდენტობა“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)

9. „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI)

„კოალიცია თანასწორობისთვის“ (Coalition for Equality) მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“.

 

2019 წლის იანვრიდან დღემდე  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გახლავთ კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია.

საკონტაქტო პირები: გიორგი გოცირიძე - gotsiridze@gyla.ge, ნინო ბაღაშვილი - n.baghashvili@gyla.ge, ნონა ქურდოვანიძე - nkurdovanidze@gyla.ge

კოალიციის Facebook გვერდი: კოალიცია თანასწორობისთვის / Coalition for Equality

 

თუ თვლით, რომ თქვენ ხართ დისკრიმინაციის მსხვერპლი, დაგვიკავშირდით „კოალიცია თანასწორობისთვის“ ცხელ ხაზზე: +995 568 47 14 14