სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის"

2015-06-25 14:24
Featured image

კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის" 2011 წლის 29 აპრილს შეიქმნა და იგი 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიციის მიზანია ადამიანის უფლებების სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების, პროფესიული და ბიზნეს ასოციაციებისა და მედიის წარმომადგენლების ძალისხმევის გაერთიანება დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულების სისტემის შესაქმნელად.

კოალიციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კვლევა და მონიტორინგი, სასამართლო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება, ადვოკატირება და საჯარო დისკუსიების წარმართვა მართლმსაჯულების სისტემის მწვავე პრობლემებზე.

კოალიციის წესდებაწევრი ორგანიზაციები.

ვებგვერდი: www.coalition.ge

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კოალიციის შექმნის დღიდან მისი აქტიური წევრია.

საკონტაქტო პირები: სულხან სალაძე - s.saladze@gyla.ge, ეკატერინე ციმაკურიძე - tsimakuridze@gyla.ge