სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ჯარიმა პოლიტიკური ნიშნით

2016-09-12 16:13
Featured image

2016 წლის 31 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის აქტივისტებმა - თენგიზ გოგმაჩაძემ, გიორგი ანდღულაძემ, ზაზა ხაჯიშვილმა, გურამ ძირკვაძემ და ილია ბეჟანიძემ  ავტობუსის მოსაცდელებსა და  ნაგვის ურნებზე გააკრეს სტიკერები: „დაასუფთავეთ ქობულეთი“, „პატარაძე მიხედე - ეს ქობულეთია“.

აღნიშნულის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს და დაკითხეს. რა დროსაც მათ განუმარტეს, რომ  დაარღვიეს ადმინისტრაციული კოდექსის 150-ე მუხლის I და II ქვეპუნქტები, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 5 სექტემბერს განიხილა აღნიშნული საქმე და 2 აქტივისტს - თენგიზ გოგმაჩაძესა და გიორგი ანდღულაძეს - 50-50 ლარიანი ჯარიმა დააკისრა ქალაქის იერსახის დამახინჯებისათვის.

საიას მონიტორები ესწრებოდნენ სხდომას. მონიტორინგის შედეგებს საიას საარჩენო დავების კვლევაში წარმოგიდგენთ.