GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 ივლისი, 2020

2020 წლის 07 ივლისს საქართველოს საია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის #8 (2019 წლის) ანგარიში წარადგინა. დოკუმენტი ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე როგორიცაა:

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენა - 2019 წელს გახორციელებულმა მასშტაბურმა საკანონმდებლო რეფორმამ ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები მოსამართლეების კანდიდატურები წარედგინა. 

მოსამართლეთა დანიშვნა პირველ და მეორე ინსტანციაში - მოსამართლეები მეტწილად არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე ინიშნებიან თანამდებობეზე (კანდიდატებისთვის არ არის გათვალისწინებული გასაჩვრების მექანიზმები, გასაუბრებები დახურულ ფორმატში მიმდინარეობს). „კლანის“ საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ხმების 2/3-ს აკონტროლებს, რაც საშუალებას აძლევს მას თანამდებობებზე მისთვის მისაღები პირები დანიშნოს. 

სასამართლოს თავმჯდომარეები - ნარჩუნდება სასამართლოს/პალატის/კოლეგიის თავმჯდომარეების მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა. „კლანი“, აკონტროლებს რა საბჭოს, ამ მექანიზმს იყენებს თანამდებობაზე მისადმი ლოიალური პირების დასანიშნად და, მათი მეშვეობით, გავლენის შესანარჩუნებლად.  

ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, თუმცა საია-ს აზრით ამ რეკომენდაციების აღსრულებას მხოლოდ იმ პირობებში შეუძლია შედეგის მოტანა, თუ საბჭოში „კლანი“ ვეღარ გააკონტროლებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. 

 

სხვა სიახლეები