GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

13 მაისი, 202211:00

გუშინ, 12 მაისს, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ უმასპინძლა ონლაინ პანელურ დისკუსიას: „გზა ევროკავშირისკენ: რა ეტაპზეა საქართველო?“ 

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: 

- საფრანგეთის ელჩი საქართველოში - დიეგო კოლასი;

- ლიეტუვის ელჩი საქართველოში - ანდრიუს კალინდრა;

- ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის განყოფილების უფროსის მოადგილე - ნიკოლას სენდროვიქსი;

- საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტისთვის მომზადებული ანგარიშის ავტორი - ლორ დელკური;

- ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი - ვანო ჩხიკვაძე. 

დისკუსიას მოდერატორობა გაუწია ლიუვენის უნივერსიტეტისა და კონრად ადენაუერის ფონდის ევროპული ოფისის ერთობლივი პროექტის „European Party Monitor” ხელმძღვანელმა, თეონა ლავრელაშვილმა.

მომხსენებლებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის შესაძლო ზეგავლენა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკასა და „ასოცირების ტრიოს“ ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე. მათ ასევე იმსჯელეს საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადის განხილვის მიმდინარე პროცედურასა და მოსალოდნელ შედეგებზე და ყურადღება გაამახვილეს შარლ მიშელის შეთანხმებისა და ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ელჩებმა და ევროკომისიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვეს პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებასა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, როგორც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საკვანძო ფაქტორებს.

დისკუსიის სრული ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3PvdyBN  

სხვა სიახლეები