GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 ნოემბერი, 2019

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც მის მიმართ გამოძალვის მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე დავობს. თენგიზ ერგემლიძის განმარტებით, 2018 წლის 12 ივნისს, იგი ყოფილმა ბიზნესპარტნიორებმა ჩაიყვანეს სახლის სარდაფში და 3 საათის განმავლობაში მასზე თანხის გამოძალვის მიზნით, ხორციელდებდნენ ფიზიკურ (ელექტროშოკისა და პლასტმასის ხამუების გამოყენება, ცემა) და ფსიქოლოგურ (გაუპატიურებისა და ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნის მუქარა) ზეწოლა.   განხორციელებული ზეწოლის შედეგად, თენგიზ ერგემლიძე იძულებული გახდა ხელი მოეწერა დოკუმენტისათვის, რომელიც 60 000 $-ის ღირებულების სესხის აღიარებას ადასტურებს.  სესხის აღიარებაზე ხელმოწერის შემდეგ, გახადეს პერანგი (რომელზეც დაფიქსირებული იყო ელექტროშოკისა და წამების კვალი), ჩააცვეს სხვა მაისური და თავადვე მიიყვანეს სახლში. გზაში მის მიმართ ხორციელდებოდა მუქარა, მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ემუქრებოდნენ გავლენიანი კონტაქტებით, პოლიციაში განცხადების გაკეთების შემთხვევაში კი - მოკვლით.

სახლში დაბრუნების შემდგომ, თენგიზ ერგემლიძემ კონსულტაცია გაიარა ადვოკატთან და დაუკავშირდა 112-ს. მისი შეტყობინების საფუძველზე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებამ გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე (გამოძალვის) მუხლით არსებითი დარღვევებით მიმდინარეობს. მათ შორის, არ მომხდარა ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის კამერების ამოღება, შესაბამისი მოწმეების გამოკითხვა და სხვა. საქმის სრულყოფილად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოძიების ნაცვლად, პროკურატურამ ბრალი თენგიზ ერგემლიძეს წარუდგინა და მას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი ნაწილით (ცემა) გათვალისწინებულ ქმედებას ედავება. საქმე ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.

საია მიიჩნევს, რომ თენგიზ ერგემლიძეს ბრალი უსაფუძვლოდ, არასაკმარისი მტკიცებულებების პირობებში წარედგინა, რაც აჩენს ეჭვებს, რომ პროკურატურა მიკერძოებულად მოქმედებს.

საია მოუწოდებს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს პროკურატურას:

- თენგიზ ერგემლიძის მიმართ განხორციელებული ქმედებებს მიეცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და დროულად ჩატარდეს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება;

- დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა ყველა იმ პირის მიმართ, ვინც მონაწილეობდა თენგიზ ერგემლიძის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებში;

- შეწყდეს თენგიზ ერგემლიძის მიმართ დაწყებული უსაფუძვლო სისხლისსამართლებრივი დევნა.

 

 

სხვა სიახლეები