GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 მაისი, 200620:00

დანართში თქვენ იხილვავთ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის მიერ 19 მაისს გამოქვეყნებულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს. 

შეგახსენებთ, რომ 3-4 მაისს გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა განიხილა საქართველოს სახელმწიფოს მე-3 პერიოდული ანგარიში საქართველოში წამებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდთან ერთად საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან  “მსოფლიო ორგანიზაცია წამების წინააღმეგ” თანამშრომლობით ალტერნატული ანგარიში მოამზადა და ჟენევაში წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციაში ასახულია არასამთავრობო ორგანიზაციათა მომზადებული ალტერნატიული ანგარიშის დებულებათა უმრავლესობა.

გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას

სხვა სიახლეები