GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

30 მარტი, 2021

2021 წლის 30 მარტს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაგეგმილი იყო  ბათუმის ზღვისპირა პლაჟის მონაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით სარგებლობაში გადაცემის საკითხის განხილვა.  

აღნიშნულ პროექტის განხილვასთან დაკავშირებით არსებობს საზოგადოების მაღალი საჯარო ინტერესი, თუმცა საჯარო სხდომას ვერ დაესწრო ბევრი დაინტერესებული პირი, რასაც  საჯარო პროტესტი მოჰყვა. სამოქალაქო აქტივისტი, ალბერტ არაქელოვი, ერთ-ერთი მათგანია, რომელიც დრამის ჯოხების ხის დაფაზე დარტყმით გამოხატავდა საკუთარ პროტესტს, როგორც საჯარო სხდომაზე დასწრების უფლების შეზღუდვის, ასევე საკრებულოზე განსახილველ საკითხთან მიმართებაში.

პროტესტის გამოხატვის დროს, პოლიციამ იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა და მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობის მუხლით. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ალბერტ არაქელოვის საქმე დღესვე განიხილა და დაადგინა, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება და დაკავებული აქტივისტი გაათავისუფლა. 

ალბერტ არაქელოვის ინტერესებს სასამართლოში საია იცავდა.

სხვა სიახლეები