GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

30 ივნისი, 2017

30 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება გავასაჩივრეთ და მოვითხოვეთ, სასამართლომ ბათილად ცნოს საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება N987-II გორის, ამბროლაურის,  მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების  შექმნის შესახებ.

პარალელურად, დღეს საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით განიხილავს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს. ცვლილებებით, მცირდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და 2014 წელს რეფორმის ფარგლებში გაყოფილი მუნიციპალიტეტები ერთიანდება.

 

ბატონო პრეზიდენტო,

 

ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი ორგანიზაციები, მოგმართავთ თხოვნით, ხელი არ მოაწეროთ კანონპროექტს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ და მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოთ პარლამენტს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების პროცესში დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა, რომლითაც  დადგენილია შესაბამის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვის სავალდებულო წესი.  

ამასთან დაკავშირებით გამოვხატავთ მზაობას საკითხის დეტალურად განსახილველად შეგხვდეთ თქვენთვის სასურველ დროს.

 

 

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  2. სამოქალაქო კულტურის საერთაშრისო ცენტრი
  3. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
  4. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  5. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  6. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
  7. ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი
  8. საქართველოს მედია კლუბი
  9. სამოქალაქო განვითარების სააგენტო
  10. რეგიონის განვითარების ცენტრი

სხვა სიახლეები