სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციები კაზრეთის საბადოს მუშათა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს ეფექტური რეაგირებისაკენ მოუწოდებენ

2014-02-22 04:06
Featured image
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 14 თებერვლიდან კაზრეთის საბადოს მუშათა სრულმასშტაბიანი გაფიცვა მიმდინარეობს.
 
გაფიცვის მიზეზად კომპანია RMG Gold-ისა და RMG Copper-ის თანამშრომლები არასათანადო ანაზღაურებას, ფაქტობრივად გამოუსადეგარი სადაზღვევო პაკეტს და მძიმე სოციალურ პირობებს ასახელებენ. მათი განცხადებით, საწარმოში შექმნილი პირობები და სამუშაო გარემო არ აკმაყოფილებს უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, სპეციალური აღჭურვილობისა და ტანსაცმლის არარსებობა, შრომის მძიმე პირობები და არაჰიგიენური გარემო მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია.
 
კოლექტიური დავის მიმდინარეობისას, გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე, სამუშაო ძალის შემცირების მოტივით შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა 184 დასაქმებულს. ამ პროცესში ცალსახად იკვეთება  დამსაქმებლის მხრიდან  სამსახურიდან დათხოვნის პროცედურის დარღვევა და ასევე, არსებობს შეკითხვები გათავისუფლების საფუძვლის ნამდვილობის/რეალურობის შესახებ, რაც საწარმოსგან სათანადო დასაბუთებას საჭიროებს.
 
შრომის არასათანადო პირობების, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების არარსებობა და ამ პრობლემის სისტემურობა გაფიცვებისა და პროტესტის იმ ფორმებში ვლინდება, რომელსაც წლებია სხვადასხვა ორგანიზაციის დასაქმებულები მიმართავენ.
 
კაზრეთში მიმდინარე გაფიცვის პირობებში და იმის გათვალისწინებით რომ, დასაქმებულთა მოთხოვნები არსებითია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი და ვალდებულებები, კოლექტიური დავის პროცესში ჩართულობის თვალსაზრისით.
 
შესაბამისად, განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებიშრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსმოვუწოდებთ, ეფექტურად განახორციელოს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება,კოლექტიური დავის პროცესში მედიატორის ფუნქციის შესრულების თაობაზე, რათა მიმდინარე დავა დასრულდეს მოლაპარაკების გზით, მხარეთა ინტერესების სამართლიანი ბალანსის პირობებში.
 
ამასთან, მივმართავთ ხელისუფლებას, არსებითად გადახედოს შრომის პოლიტიკას და უზრუნველყოს დასაქმებულთა სათანადო და უსაფრთხო შრომის პირობების ეფექტური გარანტირება მონიტორინგისმექანიზმების შექმნის გზით.