სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამათავრობო ორგანიზაციების პლატფორმა ,,არა ფობიას’’

2015-06-25 14:30
Featured image

სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას!“ მიზანია უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციათა მჭიდრო თანამშრომლობა ქართულ პოლიტიკასა და მედია სივრცეში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის ყოველგვარი გამოვლინებების აღმოფხვრა.

პლატფორმის ამოცანებია:

-  რეაგირება სიძულვილის ენის გამოვლინების ფაქტებზე ერთობლივი განცხადებების, დეკლარაციების და სხვა შესაბამისი მექანიზმების გამოყენებით;
- საქართველოში მოქმედი პოლიტიკური გაერთიანებების ხელშეწყობა სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, შიდაპარტიული მექანიზმების შექმნისათვის;
-  მედია წიგნიერების განვითარება;
-   საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სიძულვილის ენის და შეუწყნარებლობის საფრთხეებზე.

ვებგვერდი: http://notophobia.org/aboutge/