სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დარღვევებს აფიქსირებს

2007-12-02 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თბილისისა და რეგიონის შვიდივე ოფისი ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგში.

როგორც მოგეხსენებათ, 2007 წლის 28 ნოემბერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თბილისის მერიაში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მასთან ერთად დევნილებს შეხვდნენ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით ამ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომლის თანახმადაც წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობას.

კანონის თანახმად, ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირებს აძლევს აგიტაციაში თავისუფლად მონაწილეობის უფლებას მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან კანდიდატები, რასაც აქ – ბუნებრივია ადგილი არ აქვს.

ცესკო-ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ეკისრება ვალდებულება ჯარიმის სახით თანამდებობის პირის 1500-დან 2000 ლარამდე ჯარიმის სახით დააკისროს პასუხისმგებლობა თუ ისინი არღვევენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადგენილ წესებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლევან თარხნიშვილს წერილი გაუგზავნა.

საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულ ფაქტს ცესკო-ს მხრიდან ადეკვატური რეაგირება მოყვება.


წერილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.