სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი

2007-06-17 20:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2007 წლის აპრილიდან ახორციელებს პროექტს “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული საგრანტო პროგრამის საზოგადოებრივი მეთვალყურეობა (II ეტაპი)”.

პროექტის მთავარი მიზანია 2004 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გრანტის სახით გაცემული 40 მილიონი აშშ დოლარის ხარჯვის პროცესის მონიტორინგი.

წარმოგიდგენთ პროექტის ფარგლებში მომზადებულ დოკუმენტს _ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის საქართველოსათვის 40 მილიონიანი საგრანტო პროგრამის შექმნის შესახებ 2006 წლის 26 ივლისს ჩასწორებული და განახლებული საგრანტო ხელშეკრულების ანალიზი”.

დოკუმენტი მოიცავს 40 მილიონიანი საგრანტო ხელშეკრულების ორივე რედაქციის (2004 წლის 19 ოქტომბერი, 2006 წლის 26 ივლისი) სამართლებრივ  ანალიზს.

პროექტის მეორე ეტაპი ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით, “საჯარო ფინანსების გამჭვირვალობისათვის” საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კოალიციის ფარგლებში.