GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

31 ოქტომბერი, 2020

დღის 10:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით კენჭისყრის პროცედურები უმრავლეს უბანზე დროულად და არსებითი დარღვევების გარეშე დაიწყო. თუმცა, გამოიკვეთა ერთი ნეგატიური ტენდენცია, რომელიც პროცედურულ დარღვევებს უკავშირდება.  

ძირითადად, დარღვევები შეეხება უბანზე დამკვირვებლის არდაშვებას, წილისყრის პროცედურების არასათანადოდ ჩატარებასა და წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების შეუსრულებლობას.

ამ ეტაპზე საიას სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა 10-ზე მეტი დარღვევა, მათ შორის:

- გარდაბნის №19 უბანზე 7 საათის შემდეგ საიას დამკვირვებელი არ შეუშვეს (დაწერილიასაჩივარი);

- ზუგდიდის №65 უბანზე დაიწერა საჩივარი წილისყრის პროცედურების დარღვევასთან დაკავშირებით; საბურთალოს №23, თელავის №54 და მთაწმინდის №3 უბნებზე წილისყრის პროცედურების შემდეგ გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად გაცვალეს - უმეტესი მათგანი გასაჩივრებულია;

- შუახევში №41 უბანზე წილისყრები ჩატარდა ერთდროულად (გადასატანი ყუთის წამღებიკომისიის წევრების გამოსავლენად, აგრეთვე, სხვა ფუნქციების გასანაწილებლად). ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა უარი თქვეს საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე (დაწერილია საჩივარი);

- მარნეულის №85 უბანზე წილისყრის დროს ფუნქციები სხვადასხვა ფერის ფურცლებზე დაწერესდა პროცედურა ასე ჩაატარეს.

გარდა ამისა, საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს ფოტო-ვიდეო გადაღების წესების დარღვევისდა ამომრჩეველთა მონაცემების არაკანონიერად დამუშავების ფაქტები (ჩხოროწყუს №17,ზუგდიდის №24 და ბათუმის №35 უბნები). კერძოდ, მედიასაშუალება newpost-ის წარმომადგენლები ამომრჩევლებს სურათებს უღებდნენ არსებული წესების დარღვევით, ახლო დისტანციიდან. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ფოტოგადაღება მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომლითაც ხდება ამომრჩეველთა სახის დასკანერება, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.

ამ დროისთვის ზემოთ ხსენებულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 10-ზე მეტი საჩივარი დაშენიშვნა დაწერეს.  

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოსპარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით 700-ზე მეტი საოლქო და საუბნო დამკვირვებელიეყოლება.

საია ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნისგახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე, მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნოკომისიების მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

არჩევნების დღეს საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.

ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენციას ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში.პრესკონფერენცია გაიმართება: 10:00 საათზე, 14:00 საათზე, 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 1-ლ ნოემბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს12:30 საათზე.

საიას საპარლამენტო არჩევნების  კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ნორვეგიის საელჩოს, დიდი ბრიტანეთის საელჩოს,ევროკავშირისა და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დამისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

 

სხვა სიახლეები