სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

მარიამ აბულაძე

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში დირექტორის თანაშემწე

ელ. ფოსტა: ltic@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

მარიამ აბულაძე  2010 წლიდან მუშაობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე. ამავე წლიდან არის საიას  ბიბლიოთეკის კოორდინატორი. მარიამი ორგანიზებას უწევს როგორც საკვირაო სკოლას აგრეთვე ფონდის 6 თვიანი სასწავლო კურსების ფუნქციონირებას.აგრეთვე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სემინარებისა თუ ტრენინგების ორგანიზებაში.  2010 წელს მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში სტაჟიორად. 2009-2010 წლებში მუშაობდა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ პროექტში ”გადაუდებელი იურიდიული დახმარება თბილისელებს”. 2016 წლიდან დღემდე, საქართველოს ტექნიკურ უივერსიტეტში მოწვეული ლექტორი საერთაშორისო საჯარო სამართალში და ადამიანის უფლებებში.