სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თამარ წულუკიძე

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარე

ელ. ფოსტა: batumi@gyla.ge

რეგიონი: აჭარა

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ ორგანიზაციის აჭარის ფილიალის გამგეობამ თამარ წულუკიძე 2023 წლის თებერვალში აირჩია.

თამარი 2022 წლის მარტიდან იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის პოზიციას. მანამდე ის მუშაობდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემური რეგისტრაციის დეპარტამენტში (2020 – 2022 წელი), იურიდიულ კომპანიაში „Jorbenadze & Gatserelia conselors” (2019 – 2020 წელი), საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში (2018 წელი) და ასრულებდა მოხალისეობრივ საქმიანობას „მშვიდობის კორპუსის“ ორგანიზებულ პროექტში - „Summer english by the sea” (2015 წელი).

 თამარს ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

 ის არის არაერთი ნაშრომის ავტორი, რომელიც ადვოკატის ეთიკას და საჯარო სასამართლო განხილვის საკითხებს შეეხება.

 მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ კონფერენციასა თუ სასწავლო პროგრამაში. მათ შორის, არის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, ნიდერლანდებისა და შვედეთის საელჩოსა და IDFI -ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის ( 2021 წელი) მონაწილე, WIPO - World Intellectual Property Organization-სა და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური საკუთრების ზოგადი კურსის (2020) მსმენელი, ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და USAID-ის ერთობლივი პროექტის - "საქართველოსა და ევროპასთან ასოცირება" (2018 წელი) მონაწილე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული იურიდიული ეთიკის კლინიკის - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის პრაქტიკა“ (2020 წელი) კურსდამთავრებული;

თამარ წულუკიძე არის სამართალმცოდნეობის მაგისტრი. მას მინიჭებული აქვს, როგორც ბაკალავრის (2020 წელი), ისე მაგისტრის (2022 წელი) აკადემიური ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.