სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

თამარ ონიანი

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

ელ. ფოსტა: toniani@gyla.ge

რეგიონი: თბილისი

თამარ ონიანი საიაში 2018 წლის აგვისტოდან მუშაობს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე.

2018 წელს თამარმა გაიარა ექვსთვიანი სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში;

2017-2018 წლებში იყო ვიცე-პრეზიდენტი აკადემიური საქმიანობის მიმართულებით ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაში;

2017 წლიდან დღემდე იგი არის სამეცნიერო თანაშემწე დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტში;

2017 წელს იყო სისხლის სამართლის იურისტის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;

2016 წელს გაიარა სტაჟირება ადამიანის უფლებათა ცენტრში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლისა და სასამართლოში სამართალწარმოების კუთხით აღსანიშნავია, რომ თამარი არის წარმომადგენელი საქმეზე ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ (2018 წ.);

 

თამარს მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ ტრენინგ-სემინარებში:

- მართლმსაჯულების ზამთრის სკოლა (2019);

- საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა სამართლის საზაფხულო სკოლები (2017-2018);

- Summer Course "The European System of Human Rights Protection" (2018, ფრანკფურტი);

- რენე-კასინის ფონდის მე-2 ტრენინგ-სესია საერთაშორისო სისხლის სამართალში (2018);

- ზამთრის სკოლა „საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევები და საქართველო“ (2018);

- European Compliance Conference (2017, ბრიუსელი);

- საზაფხულო სკოლა „რელიგიის თავისუფლება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, აშშ-ის უზენაესი სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში“ (2017);

 

თამარი არის 6 საკონფერენციო ნაშრომისა და თარგმანის ავტორი. ასევე, იგი არის იდეის ავტორი და ორგანიზატორი იურიდიული განათლების მიმართულებით 10-მდე სტუდენტური პროექტის.

 

თამარ ონიანს მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი (Cum Laude) ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2018 წ.). ამჟამად, იგი სწავლობს საერთაშორისო სამართლის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).